კომპანიის შესახებ

მოგესალმებათ „ტრანსპორტ & თრექინგ კომპანი“!

ჩვენი კომპანია ჩამოყალიბდა 2009 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს, საქართველოს ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ ვახორციელებთ, როგორც სტანდარტული, ასევე არასტანდარტული ტვირთების გადაზიდვას, და ამ უკანასკნელში ერთ-ერთ დიდი გამოცდილების მქონე კომპანიად ვითვლებით.


მუდმივი ურთიერთობები კლიენტებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში, საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ და მოვახდინოთ სამუშაო გამოცდილების აკუმულირება, რის საფუძველზეც ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს გადაზიდვების მომსახურების სფეროში.

„ტრანსპორტ & თრექინგ კომპანი“ გთავაზობთ:

- მომსახურების მაღალ ხარისხს;
- პერსონალურ/ინდივიდუალურ მიდგომას;
- საქმის გამჭვირვალობას;
- ოპერატიულ მუშაობას;
- მოქნილ ფინანსურ პოლიტიკას;
- მომსახურეობის დაბალ ტარიფს;
- უსაფრთხოების ნორმების დაცვას;
- ტვირთის გაცილების ორგანიზებას (აუცილებლობის შემთხვევაში).

შპს ტრანსპორტ & თრექინგ კომპანი
თბილისი, კანდელაკის ქ. #1
ტელ.: 995 32 2142777, ფაქსი: 995 32 2377107